"მრგვალი მაგიდა,, გერმანული სამართლის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში"

22 დეკემბერი 2014

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელი დირექტორი ვერონიკა ჰორერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატები, მოსამართლეები, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, გერმანული ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი“ –ს (IRZ) პროექტის მენეჯერი რიტა ბუსა. შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ევროპის ადვოკათა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების ახლადარჩეული პრეზიდენტი მარია სლაზაკი.
ადვოკატები და მოსამართლეები გაეცვნენ გერმანულ პრაქტიკას და გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადვოკატები ასევე მოსამართლეები, იქნება პროდუქტიული და წარმატებული ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის ასამაღლებლად

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი